Thursday, August 11, 2011

პროექტი - ზემო რაჭული სიტყვა-გამოთქმების განმარტებითი ლექსიკონის შედგენა


პროექტის სახელწოდება
ზემო რაჭული სიტყვა-გამოთქმების განმარტებითი ლექსიკონის შედგენა
პროექტის მთავარი იდეა
ხალხში გაბნეული და დასავიწყებლად განწირული დიალექტიზმების მოძიება და სისტემატიზაცია;
პროექტის აქტუალობა
პროექტი მოსწავლეებში გააღვივებს პატრიოტიზმს; ისინი უფრო ახლოს გაიცნობენ მშობლიურ კუთხეს; შეივსებენ ლექსიკურ მარაგს; პრაქტიკულად გამოიყენებენ თავიანთ ცოდნას;
პროექტის მიზნები
ა) მოიძებნება მივიწყებული ლექსიკური ერთეულები;
ბ) მოსწავლეები შეკრებენ მთის რაჭის ფოლკლორის ნიმუშებს;
გ) მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და სალექსიკონო მუშაობის უნარი;
დ) მოსწავლეები მოკრძალებას გამოამჟღავნებენ უფროსი ადამიანების მიმართ;
მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი;
ვადები / ხანგრძლივობა
3 კვირა ( 2 კვირა-ექსპედიციები ზემო რაჭის სოფლებში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში; სოფლის უხუცესებთან შეხვედრები; სახალხო მთქმელების მონახულება; მასალის შეგროვება; 1 კვირა - მასალის სისტემატიზაცია _ლექსიკონის შედგენა, პრეზენტაციის მომზადება, ვიზუალური მასალის მოწესრიგება).
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები  გამოამჟღავნებენ ორგანიზებულობას, შეადგენენ განმარტებით ლექსიკონს, გააკეთებენ სლაიდშოუს, აუმაღლდებათ ცოდნის დონე.
შექმნიან ბლოგს;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ბ, ჯორბენაძე „ქართული დიალექტოლოგია“, ს. მაკალათია „მთის რაჭა“, აუდიო და ვიდეომასალა, ისტ-ი, 2 კომპიუტერი, ფოტოკამერა, პროექტორი, 2 დიქტოფონი.
პროექტის მსვლელობა
საპროექტო ჯგუფის შექმნა მიზნობრივი გადანაწილებით (მასწავლებლის მიერ).
პროექტის მიზნების განსაზღვრა;
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება;
დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის არჩევა;
ინფორმაციის წყაროთა მოძიება ისტ-ის საშუალებით;
რესურსების მოძიება, საჭირო ადამიანებთან შეხვედრები;
ექსპედიციები სოფლებში;
გადამღები ჯგუფის  შექმნა;
შეხვედრები სოფლის უხუცესებთან და ლექსიკური ერთეულების მოძებნა-შეკრება;
შეხვედრები სახალხო მთქმელებთან და მათი შემოქმედების გაცნობა;
ფოლკლორის ნიმუშების შეგროვება და ჩაწერა;
რაჭული ცეკვის მასტერ-კლასის გადაღება;
განმარტებითი ლექსიკონის შედგენა;
პრეზენტაციისათვის მზადება;
პრეზენტაცია_ ზემო რაჭული სიტყვა-გამოთქმების განმარტებითი ლექსიკონი;
პრეზენტაცია- განმარტებითი ლექსიკონი;
პროექტის შემაჯამებელი შეფასება- მოსწავლეთა ანგარიში;
პროექტის შეფასება მასწავლებლის მიერ: ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება, წინასწარი კვლევის  შედეგები, შედეგისა და მიზნის ლოგიკური კავშირი, თანამიმდევრობა ნაწილებს შორის, მსმენელთა კითხვებზე კომპეტენტური პასუხების გაცემა.
მოსწავლეებთან ერთად შედგენილი შეფასების რუბრიკების გამოყენება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ-სთან კავშირი
ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, რელიგიასთან, ეთნოგრაფიასთან კავშირი ესგ-ს მოთხოვნათა შესაბამისად.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მანანა რეხვიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
manana.rex@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი

Wednesday, August 10, 2011

მთის რაჭა

მოვა სექტემბერი წვიმით და ტალახით              უყურძნო რაჭა მესამე რაჭაა, სექტემბერია და                                                                                  და მოთოვს საცაა...
და უცებ მოიწყენს პატარა ქალაქი...