პროექტის სახელწოდება | ზემო რაჭული სიტყვა-გამოთქმების განმარტებითი ლექსიკონის შედგენა |
პროექტის მთავარი იდეა | ხალხში გაბნეული და დასავიწყებლად განწირული დიალექტიზმების მოძიება და სისტემატიზაცია; |
პროექტის აქტუალობა | პროექტი მოსწავლეებში გააღვივებს პატრიოტიზმს; ისინი უფრო ახლოს გაიცნობენ მშობლიურ კუთხეს; შეივსებენ ლექსიკურ მარაგს; პრაქტიკულად გამოიყენებენ თავიანთ ცოდნას; |
პროექტის მიზნები | ა) მოიძებნება მივიწყებული ლექსიკური ერთეულები; ბ) მოსწავლეები შეკრებენ მთის რაჭის ფოლკლორის ნიმუშებს; გ) მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და სალექსიკონო მუშაობის უნარი; დ) მოსწავლეები მოკრძალებას გამოამჟღავნებენ უფროსი ადამიანების მიმართ; |
მონაწილეთა ასაკი | 15-16 წელი; |
ვადები / ხანგრძლივობა | 3 კვირა ( 2 კვირა-ექსპედიციები ზემო რაჭის სოფლებში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში; სოფლის უხუცესებთან შეხვედრები; სახალხო მთქმელების მონახულება; მასალის შეგროვება; 1 კვირა - მასალის სისტემატიზაცია _ლექსიკონის შედგენა, პრეზენტაციის მომზადება, ვიზუალური მასალის მოწესრიგება). |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეები გამოამჟღავნებენ ორგანიზებულობას, შეადგენენ განმარტებით ლექსიკონს, გააკეთებენ სლაიდშოუს, აუმაღლდებათ ცოდნის დონე. შექმნიან ბლოგს; |
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები | ბ, ჯორბენაძე „ქართული დიალექტოლოგია“, ს. მაკალათია „მთის რაჭა“, აუდიო და ვიდეომასალა, ისტ-ი, 2 კომპიუტერი, ფოტოკამერა, პროექტორი, 2 დიქტოფონი. |
პროექტის მსვლელობა | საპროექტო ჯგუფის შექმნა მიზნობრივი გადანაწილებით (მასწავლებლის მიერ). პროექტის მიზნების განსაზღვრა; ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება; დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის არჩევა; ინფორმაციის წყაროთა მოძიება ისტ-ის საშუალებით; რესურსების მოძიება, საჭირო ადამიანებთან შეხვედრები; ექსპედიციები სოფლებში; გადამღები ჯგუფის შექმნა; შეხვედრები სოფლის უხუცესებთან და ლექსიკური ერთეულების მოძებნა-შეკრება; შეხვედრები სახალხო მთქმელებთან და მათი შემოქმედების გაცნობა; ფოლკლორის ნიმუშების შეგროვება და ჩაწერა; რაჭული ცეკვის მასტერ-კლასის გადაღება; განმარტებითი ლექსიკონის შედგენა; პრეზენტაციისათვის მზადება; პრეზენტაცია_ ზემო რაჭული სიტყვა-გამოთქმების განმარტებითი ლექსიკონი; პრეზენტაცია- განმარტებითი ლექსიკონი; პროექტის შემაჯამებელი შეფასება- მოსწავლეთა ანგარიში; პროექტის შეფასება მასწავლებლის მიერ: ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება, წინასწარი კვლევის შედეგები, შედეგისა და მიზნის ლოგიკური კავშირი, თანამიმდევრობა ნაწილებს შორის, მსმენელთა კითხვებზე კომპეტენტური პასუხების გაცემა. მოსწავლეებთან ერთად შედგენილი შეფასების რუბრიკების გამოყენება. |
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ-სთან კავშირი | ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, რელიგიასთან, ეთნოგრაფიასთან კავშირი ესგ-ს მოთხოვნათა შესაბამისად. |
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) | მანანა რეხვიაშვილი |
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა | manana.rex@gmail.com |
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი |
Thursday, August 11, 2011
პროექტი - ზემო რაჭული სიტყვა-გამოთქმების განმარტებითი ლექსიკონის შედგენა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment