დაიწყო ინტელის
სასწავლო ტრენინგი. საინტერესო პროგრამაა. ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობის
შესახებ, მოვიფიქრეთ პროექტის თემა და იდეა, გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და
ნაწილობრივ შევავსეთ. გამოვიყენეთ შეფასების რუბრიკები.,
დღევანდელი ნასწავლი
მასალა დამეხმარება პროექტზე მუშაობისას. იმედია, დავალებას თავს კარგად
გავართმევ.
დღეს საკმაოდ
ნაყოფიერად ვიმუშავეთ. სიცხის მიუხედავად განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო
კითხვები, ვიმუშავეთ შეფასების
რუბრიკებზე. ჩვენი პროექტების მასალები გავუზიარეთ ერთმანეთს. ვიმუშავეთ
ბროშურებსა და პრეზენტაციებზე. ხვალისათვის ბროშურა უნდა გავაკეთო.
დღეს განვიხილეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ
პუბლიკაციები, ვისწავლეთ,რა უნდა გავაკეთოთ პროექტის დაწყებამდე ჩვენ და
მოსწავლეებმა. განვსაზღვრეთ პროექტის ამოცანები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
გავითვალისწინეთ ესგ-ს სტანდარტი. მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.
დავალებაც მივიღეთ,
ასე დამთავრდა პირველი ეტაპი.
დღესაც კარგად ვიმუშავეთ, კონკრეტული ნიმუშის
განხილვით ვისწავლეთ
შეფასების ინსტრუმენტები და შევავსეთ დროის ჩარჩო. განვიხილეთ
შეფასების ნიმუშები, ჩეკლისტები, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები. საკმაოდ
რთული საქმეა, თან ისეთი დაღლილები ვართ...
ტრენინგის მე -5 დღე
ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიისა და საავტორო უფლებების
შეტანა პროექტში სლაიდის სურათზე მინაწერის გაკეთება და ამ მინაწერზე ლინკის დადება, აუდიო,
ვიდეო, ფოტომასალის მოწესრიგება. გავეცანით ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივ
ნორმებს და წესებს. მივიღეთ შესაბამისი დავალებაც.
ტრენინგის მე-6 დღე
ვიმუშავეთ
წყვილებში, შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები კონსტრუქციული უკუკავშირის მიხედვით,
გამოვიყენეთ სტრატეგია 3,2,1.
გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები.
ასევე დღეს ვისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო პროექტის შეფასებისათვის რუბრიკები და ჩეკლისტები.
განვიხილეთ
ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური საშუალებები. დავამთავრეთ მეორე ეტაპი.
ტრენინგის
მე-7 დღე
საკმაოდ აქტიურად
ვიმუშავეთ, განვიხილეთ პროექტის გეგმები და პორტფოლიოები.
მივიღეთ შენიშვნები
და კორექტირება გავაკეთეთ. ვიყავით მოსწავლის როლში, გავაკეთეთ სავარაუდო ნაშრომები
და შევაფასეთ ყველაფერი. მოსწავლეთა პერპექტივიდან დავინახეთ სასწავლო პროექტი. შემდეგ
ყველაფერი ავტვირთეთ google drive-ზე.
ყველაფერი კარგად გავიგე, საინტერესო დღე
იყო.
ტრენინგის
მე-8 დღე
დღეს განვიხილეთ
განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, მოვამზადეთ მასალები მათ
დასახმარებლად, გავაანალიზეთ ჩვენი პორტფოლიოები, დავეხმარეთ ერთმანეთს, ვისაუბრეთ
ფასილიტაციასა და მასწავლებლის როლზე, რესურსებზე, განვათავსეთ ჩვენი ნაშრომები
ბლოგებზე და გამოვაქვეყნეთ. დაღლილობის მიუხედავად, მაინც საინტერესო იყო.
ტრენინგის
მე-10 დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, გავაკეთეთ
რეფლექსიები ჩვენს სასწავლო პროექტზე, წარმოვადგინეთ პორტფოლიოს პრეზენტაციები,
ვიმუშავეთ ჯგუფებში, გამოვიყენეთ სტრატეგია
1,2,3-ზე გათვლა. ოპონირება გავუწიეთ ერთმანეთს. მივიღეთ სერტიფიკატები.
კარგი ტრენინგი იყო, დიდი მადლობა ტრენერს!
No comments:
Post a Comment