სასწავლო
პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
მანანა რეხვიაშვილი
|
|
რაიონი
|
ონი
|
|
სკოლა
|
ონის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ონი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
გიორგი I, როგორც მეფე და
როგორც მიჯნური
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები
მოძებნიან და წარმოადგენენ მასალას გიორგი 1-ლის ეპოქასა და საქართველოს
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე. შეეხებიან მეფესა და თავნება ერისთავებს შორის
არსებულ უთანხმოებას, გამოკვეთენ გიორგი 1-ლს, როგორც მიჯნურს, რომელსაც
მოღალატე ერისთავის ასული უყვარს. წარმოაჩენენ, რომ მეფე, როგორც მიჯნური, უფრო
მეტად ჩანს ნაწარმოებში, ვიდრე როგორც ისტორიული ფიგურა. გაავლებენ ლიტერატურულ
პარლელებს; დაწერენ ესეს - „კაცი,
რომელსაც „არც სიკვდილში ჰქონია ბედი”.
|
||
საგანი
|
||
ქართული ენა და ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საშუალო საფეხური, მე-10 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
7
დღე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ქართ. X. 1. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
·
დისკუსიის დროს წარმოადგენს
საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს
აზრს;
·
მსჯელობს არგუმენტირებულად,
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·
იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ
მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
ქართ.
X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და
ქვეტექსტური ინფორმაცია.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების
ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის,
პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
·
ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი
ვერსია.
ქართ. X. 12. მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული
ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
·
ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული
სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;
ქართ.
X. 16. მოსწავლეს
შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის
ორგანიზებისათვის.
·
კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების
მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;
·
საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს გადაიკითხავს ნაწერს იმის
გადასამოწმებლად, თუ რამდენად ლოგიკურად და გამართულად არის გადმოცემული აზრი და
ჩაანაცვლებს უკეთესი ვარიანტით / შეუცვლის ადგილს;
·
იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს წყაროს:
ავტორს, წიგნის/პუბლიკაციის დასახელებას, გამომცემლობას, გამოცემის ადგილსა და
წელს, გვერდს/ებს).
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოძიებული
მასალითა და დისკუსიით პერსონაჟის ძლიერი მხარის გამოვლენა,არგუმენტაციის,
კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების
უნარების განვითარება, ორიგინალური აზროვნება,
v მოსწავლეები იმუშავებენ
პროექტის ბროშურაზე;
v მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას - „გიორგი
პირველი - საქართველოს მეფე“
v მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას - „გიორგი
პირველი, როგორც მიჯნური“
v მოსწავლეები გამოკვეთენ ტექსტიდან იმ საკვანძო
ეპიზოდებს, რომლებშიც ჩანს წინააღმდეგობა მეფესა და მიჯნურს შორის;
v მოსწავლეები მოძებნიან ლიტერატურულ პარალელებს
მსგავს პრობლემატიკაზე (ბიბლიური მეფე დავითი, აშოტ კურაპალატი, ლაშა-გიორგი, მეფე
დავით აღმაშენებელი) .
v მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში
„უნდა დაესაჯა თუ არა გიორგი მეფეს ურჩი ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე“.
v მოსწავლეები დაწერენ ესეს „კაცი, რომელსაც „არც
სიკვდილში ჰქონია ბედი“.
შედეგად,
მოსწავლეები
v ლიტერატურული პარალელების საშუალებით
გააანალიზებენ გიორგი მეფის მხატვრულ სახეს ;
v განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
v განუვითარდებათ მხატვრული ესეს წერის უნარი.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
|
|
თემატური კითხვები
|
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
პროექტის დასაწყისში ტესტირება დამეხმარება
შევამოწმო მხატვრული
ტექსტის ცოდნის დონე;
·
პროექტის წარდგენის
შემდეგ მოსწავლეებს დავავალებ პროექტის სარეკლამო ბროშურების შექმნას, რისი საშუალებითაც
განვსაზღვრავ, რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა პროექტის მნიშვნელობა და შინაარსი;
·
გიორგი პირველის
შესახებ მომზადებული პრეზენტაციებს
შევაფასებ რუბრიკით;
·
ჯგუფის წევრთა მუშაობას შევაფასებ თვითშეფასებისა და შეფასების
კითხვარებით;
·
ლიტერატურული პარალელების მოძიებასა და
გააზრებას შევაფასებ კითხვა-პასუხით;
·
დისკუსიაში კლასის ჩართულობასა
და არგუმენტირების უნარს შევაფასებ დაკვირვების ჩეკლისტით;
·
მხატვრულ ესეს შევაფასებ რუბრიკით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებს უნდა
გააჩნდეთ:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
სასწავლო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მხატვრული
ტექსტის (კ.გამსახურდია.“დიდოსტატის მარჯვენა“) ცოდნის დონის განსაზღვრისათვის მოსწავლეები
უპასუხებენ ტესტურ შეკითხვებს;
ჯგუფის ლიდერი სასწავლო პროექტის გეგმას წარუდგენს
მოსწავლეებს.
პირველ დღეს მოსწავლეთა ჯგუფი შექმნის სარეკლამო
ბროშურას, გამოიყენებენ კ.გამსახურდიას ფრაზებს თემატიკის დაცვით, სათანადო
ფოტომასალას, იზრუნებენ პროდუქციის ესთეტიკურ მხარეზე. ამავე დროს მოსწავლეები
დაიყოფიან მცირეკონტიგენტიან ჯგუფებად.
მე-2 დღეს ჯუფები მოამზადებენ პრეზენტაციას-„გიორგი
1-ლი, როგორც მეფე“, რომელშიც გამოიყენებენ სათანადო ტექსტურ მასალას რომანიდან
„დიდოსტატის მარჯვენა“ და შესაბამის ფოტომასალას.
მე-3 დღეს მოსწავლეთა ჯგუფები მოამზადებენ მე-2
პრეზენტაციას-„გიორგი მეფე, როგორც მიჯნური“, რომელშიც შესაბამისად გამოიყენებენ
სათანადო ტექსტურ მასალას რომანიდან „დიდოსტატის მარჯვენა“ და ფოტომასალას.
პრეზენტაციის შემდეგ, პროექტის მე-4 დღეს, მოსწავლეები
მოძებნიან მსგავსი თემატიკის ეპიზოდებს შემდეგ ნაწარმოებებში:
ი.გოგებაშვილი.“ბიბლიური მოთხრობები“,ვ.ბარნოვი. „ტრფობა წამებული“,
კ.გამსახურდია.“დავით აღმაშენებელი“, გრ.აბაშიძე.“ლაშარელა“. შეადარებენ
პერსონაჟებს(ბიბლიური დავითი, აშოტ კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, ლაშა-გოირგი)
და გამოიტანენ დასკვნას-რომელი მათგანი იქცევა გიორგის მსგავსად.
პროექტის მე-5 დღეს მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას
თემაზე-„უნდა დაესაჯა თუ არა გიორგი მეფეს ურჩი ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე“.
წარმოადგენენ დამაჯერებელ არგუმენტებს და დაიცავენ დისკუსიის წესებს.
მე-6 დღეს მოსწავლეები დაწერენ მხატვრულ ესეს-„კაცი,
რომელსაც „არც სიკვდილში ჰქონია ბედი“. ესეს შევაფასებთ რუბრიკით.
მე-7 დღეს შევაჯამებთ და შევაფასებთ პროექტს, რისთვისც
გამოვიყენებთ შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებს.
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
კლასში მყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლე. მისი უნარებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით დავავალებ პროექტთან
დაკავშირებული ფოტომასალის მოძიებას; პერსონაჟის დასახასიათებლად დავავალებ გმირის
მარტივი რუკის შევსებას.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
არაქართულენოვან მოსწავლეს ვთხოვ მშობლიურ ენაზე
წაიკითხოს დასამუშავებელი მხატვრული ტექსტი; ესეს ნაცვლად იმუშაოს გმირის რუკის
შევსებაზე.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შეასრულებენ ჯგუფებში
შედარებით რთულ სამუშაოს, დაეხმარებიან და კონსულტაციას გაუწევენ ჯგუფის წევრებს
პრეზენტაციის მომზადებისას.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია
– ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური
უზრუნველყოფა)
|
||
√ ფოტოკამერა
√ კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
√ ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
√ საბეჭდი მანქანა/პრინტერი
√ პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
√ ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
√ ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
კ, გამსახურდია.
,,დიდოსტატის მარჯვენა’’. სამეცნიერო გამოკვლევები.
|
ინვენტარი/მასალები
|
თაბახის
ფურცლები, მარკერები.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
|
No comments:
Post a Comment